ბიზნესი
02/12/2020

ზოგადი რეკომენდაცია: ბიზნეს მოდელის ცვლილება - Gazelle Finance

ბიზნესლიდერთა ფედერაციის წევრი „გაზელ ფაინანსი“ პანდემიის პირობებშიც აგრძელებს მისი წევრი კომპანიებისთვის კონკრეტულ საჭიროებებზე მორგებული ფინანსური გადაწყვეტილებების შეთავაზებას. კომპანია  მაქსიმალურად ცდილობს ხელი შეუწყოს ე. წ. "გაზელ" კომპანიებს გაყიდვების არხების გაციფრულებაში, ფინანსური ვალდებულებების გადავადებაში და საბრუნავი კაპიტალის დასაფინანსებლად იაფიანი რესურსის მოძიებაში.

კომპანიაში არსებულ გამოწვევებზე „გაზელ ფაინანსის“ საინვესტივიო დირექტორს ნათია ჯანელიძეს ვესაუბრეთ, რომელსაც  ინტერვიუს სახით გთავაზობთ.

- როგორია კომპანიის მიმდინარე გამოწვევები პანდემიის პირობებში და როგორ უმკლავდებით მათ?

- მოგეხსენებათ, COVID-19 რთული გამოწვევა და მნიშვნელოვანი საფრთხეა არამხოლოდ მსოფლიო ჯანდაცვისათვის, არამედ გლობალური ეკონომიკისთვისაც. რა თქმა უნდა,  საქართველო არ არის გამონაკლისი და ჩვენც რთული გამოწვევების წინაშე ვდგავართ. რაც შეეხება ჩვენ კომპანიას, სექტორულად კარგად დივერსიფიცირებული პორთფელის წყალობით, ფონდი მდგრადი აღმოჩნდა კოვიდ კრიზისის პირველი ტალღის მიმართ, თუმცა რაც ხანგრძლივდება პროცესი, სულ უფრო და უფრო მეტი ინტერვენციებია საჭიროა ფონდის მხრიდან პორთფელური კომპანიების დასახმარებლად. ბუნებრივია, პანდემიის პირობებში „გაზელ ფაინენსი“-ს გარკვეულ პორტფელურ კომპანიებს ბრუნვა შეუმცირდა. უფრო მეტიც, ზოგიერთ ბიზნეს სექტორში აქტივობა თითქმის შეჩერდა გარკვეული პერიოდით.

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ კომპანიებს გაყიდვების არხების გაციფრულებაში, ვახდენთ მათი ვალდებულებების ნაწილობრივ გადავადებას და ვეხმარებით საბრუნავი კაპიტალის დასაფინანსებლად იაფიანი რესურსის მოძიებაში.

- როგორ გადალახა თქვენმა ბიზნესმა სირთულეები და რა რეკომენდაციებს გასცემთ ეკონომიკური სიტუაციის გადასალახად?

- სამწუხაროდ, ჯერ სირთულეები წინ გვაქვს და ბიზნესების დიდ ნაწილს ჯერ არ დაუღწევია თავი არსებული რთული მდგომარეობიდან.

ზოგადი რეკომენდაცია მძიმე ეკონომიკური სიტუაციის გადასალახად არის ბიზნეს მოდელის ცვლილება - რაც შეიძლება მოიცავდეს როგორც გადაწყვეტილებებს საოპერაციო ხარჯების შეკვეცაზე, ასევე ახალი გაყიდვების არხების მოძიებას.

- რა იყო ის ძირითადი პრობლემა რომელიც თქვენს სფეროში განჩნდა და რას ურჩევდით სხვებს თქვენს მაგალითზე.

- ჩვენს სფეროში ძირითადი პრობლემა არის კომპანიების ფინანსური მდგომარეობის გაუარესება, რაც შესაბამისად ართულებს მათი ფინანსური ვალდებულებების მომსახურებას.

ამ მდგომარეობაში ორივე მხარისთვის გამოსავალი არის ფინანსური ვალდებულებების გადავადება და რესტრუქტურიზაცია, ასევე საოპერაციო ხარჯების მომსახურების უზრუნველსაყოფად კომპანიისთვის დამატებითი, შედარებით მოკლევადიანი  იაფი ფინანსური რესურსის გამოყოფა, ერთ სექტორში მომუშავე კომპანიების დაკავშირება საერთო ეკონომიკური  სარგებლის მიღების მიზნით.

- როგორ ფიქრობთ, „კოვიდის“ შემდეგ როგორი იქნება და შეიცვლება თუ არა ეს სფერო პანდემიის შემდეგ?

- სამწუხაროდ ფინანსურ სფეროს აქამდე არაერთი ეკონიმიკური კრიზისი განუცდია. პანდემია იმით არის განსხვავებული, რომ გარკვეულ სექტორებზე ძალიან მძიმედ იმოქმედა და ბიზნეს პროცესები უფრო დისტანციური გახდა.

ფინანსურ სექტორში ძალიან დიდ ცვლილებებს პანდემიის შემდგომ სავარაუდოდ არ უნდა ველოდოთ.

- როგორია თქვენი კომპანიის როლი კონკრეტული სფეროს განვითარებაში?

- საინვესტიციო ფონდის ხიბლი მის მოქნილობაში გამოიხატება და მის უნარში შესთავაზოს კომპანიებს patient capital. კოვიდის პირობებში ეს კიდევ უფრო თვალსაჩინო და აქტუალური გახდა. კომპანიების ნაწილი რამდენიმე კვრატლის განმავლობაში ვერ ახერხებს მოემსამხუროს ფინანსურ ვალდებულებებს. შესაბამისად, მნიშველოვანია ამ დროს ფონდის მხრიდეან მხარდაჭერა და ამ ვალდებულებების გადავადება, ბიზნესის ხელშეწყობა, რათა მაქისიმალურად შეინარჩუნოს თანამშრომლები და კვალიფიციური რჩევის მიცემა, რომ მარტივად მოხდეს გარემო პირობებთან ადაპტირება. ფონდი, თავისი კომპლექსური პროდუქტებით და შეთავაზებებით, მეტნაკლებად ახერხებს ყველა ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

- როგორია გრძელვადიანი გეგმები და მოლოდინები covid-19 ეპოქაში?

- სავარაუდო პროგნოზის მიხედვით, 2021 წლის გაზაფხულიდან არსებული მდგომარეობის გამოსწორების დაწყებას უნდა ველოდოთ, თუმცა სრული აღდგენისთვის უფრო მოწყვლად ბიზნეს სექტორებს შედარებით დიდი დრო დასჭირდებათ.

 

 

Businesspartner