ბიზნესი
07/09/2020

ზვიად კორძაძე მაყვლის, მსხლის და ვაშლის ღვინოების წარმოებას იწყებს

ადვოკატი ზვიად კორძაძე  მაყვლის, მსხლის და ვაშლის ღვინოების წარმოებას იწყებს. „ბიზნესპარტნიორს“ ზვიად კორძაძემ განუცხადა, უკვე წარმოებულია მაყვლის ღვინო და მისი რეალიზება სხვა ღვინოებთან ერთად მოხდება.

კორძაძე აცხადებს, რომ მაყვლის ღვინო უკვე წარმოების პროცესშია, რაც შეეხება ნედლეულს, მაყვლის შეძენა მარნეულის ბიომეურნეობიდან ხდება.

კითხვაზე, გაამართლებს თუ არა ქართულ ბაზარზე მსგავსი ტიპის ღვინოები, კორძაძე აცხადებს, რომ მაყვლის ღვინო ამ ეტაპზე სატესტოა, შესაბამისად, წარმოებულია საკმაოდ მცირე რაოდენობით. რაც შეეხება ვაშლის და მსხლის ღვინოებს, ამ ეტაზე ჯიშების შერჩევის პროცესი მიმდინარეობს.  

“მაყვლის ღვინის წარმოების იდეა წამოვიდა ძველი რაც შეეხება მსხალს და ვაშლს, ევროპაში ეს მიღებული  და პოპულარულია. მაშინ როდესაც საქართველოში ხილი საკმაოდ  რაოდენობით მოდის, გაჩნდა მისი წარმოების იდეა. ვნახოთ, რა გამოვა“, - აცხადებს ზვიად კორძაძე.

მისი ინფორმაციით, მიმდინარე წელს „ბარბალეს მარანი“  დაახლოებით 10 ტონა ყურძნის გადამუშავებასაც გეგმავს. სამომავლოდ განიხილება  ღვინის ექსპორტზე გატანაც.

ზვიად კორძაძეს მარანი შინდისში აქვს, იყიდა ქვევრებიც. როგორც ცნობილი ადვოკატი ამბობს, ხშირად არ გვჯერა რასაც სახელმწიფო გვთავაზობს და ცდა ნამდვილად ღირს. 

"იაფი კრეფიტის ფარგლებში ბანკს მივმართე და 30000 ლარით დამაფინანსეს. 15%-იანი სესხიდან 11%-ს სახელმწიფო აფინანსებს და 4 წლის განმავლობაში მხოლოდ 4%-ის, ანუ 600 ლარის გადახდა მიწევს. ზოგჯერ უნდა ვცადოთ, უნდა მოვსინჯოთ" - ამბობს კორძაძე.

რაც შეეხება მევენახეობას, ზვიად კორძაძე განმარტავს, რომ მევენახეობა და მეღვინეობა სხვადასხა საქმეა, ამიტომ ის მეღვინეობით შემოიფარგლება, თუმცა პატარა საკუთარი ვენახიც აქვს.

პროექტში 100 000 ლარის ინვესტიციაა განხორციელებული.

Businesspartner