ბლოგი
25/01/2023

რა "სიკეთეები" მოყვება ტექგიგანტებში კადრის შემცირებას - მედეა ტაბატაძის ბლოგი

ეს არის ჩემი "არზა", რა მოხდება "დიდი შემცირებების" შემდეგ ტექტალანტის ბაზარზე და ზოგადად, დასაქმების ბაზარზე.
 
bloomberg-ის ინფორმაციით, Ford-ი შეამცირებს 3200 სამუშაო პოზიციას, ევროპაში (გერმანია)და ძირითადად, ადმინისტრაციულ და პროდუქტების განვითარების მიმართულებით. ამ შემცირების მიზეზია ფორდის სტრატეგიული მიზანი - ელექტრომანაქანებზე სრულად გადართვა.
 
ზოგადად, 2022 წლიდან დაწყებული შემცირებების შესახებ რამდენიმე საინტერესო ვებინარი, მოსაზრება (სტატია, ეკონომისტები, კონსულტანტები) მოვისმინე და ჩემი სუბიექტური მოსაზრება შემდეგია:
 
თუ გახსოვთ, პანდემიის პერიოდიდან ვაზიარებდი ხოლმე ხან აზრს, ხან სტატიას, რომ სამუშაოები და დასაქმების ბაზარი შეიცვლება. გარკვეულწილად, შეიცვალა, რადგან remote workers ძალიან ბევრმა კომპანიამ დაიქირავა, ტალანტების ბაზარი გახდა კიდევ უფრო გლობალური (ჩვენც ვიგრძენით ტალანტების ბაზრის გლობალიზაცია, რადგან მთელი რიგ პოზიციებზე თანამშორმლის დაქირავება ისევ რთულია), ჰიბრიდული სამუშაო შენარჩუნდა და საუბრობენ, რომ განვითარდება working ecosystem, რომელიც გულისხმობს: სრული შტატით თანამშრომლის დაქირავებას, ფრილანსერის მოკლევადიანი კონტრაქტით, აუტსორსზე კომპანიების დაქირავებას. ამ სისტემას ისეთივე მოვლა/მართვა სჭირდება როგორც კომპანიის სრულ შტატზე მომუშავე თანამშრომელს (ძირითადად მოიაზრება: ბონუსების, შეღავათებისა და განვითარების პრაქტიკების თანაბრად გავრცელება ეკოსისტემის ყველა ელემენტზე, ხარისხის და საჭიროებისამებრ, ხელახლა დაქირავების მოტივაციის შესაქმნელად.
 
აქვე დავსძენ, როდესაც საუბრობენ, აუტსორსზე მომსახურება, ან კონტრაქტორის მომსახურება არ არის ხარისხიანი და დაქირავებული თანამშრომელი ჯობია, ეს არის ხარვეზიანი ურთიერთობების და მენეჯმენტის შედეგი, რადგან დამკვეთს მიაჩნია, აუტსორსზე მომსახურება არ მოითხოვს მენეჯმენტს, მკაფიო ამოცანების ან შედეგების განსაზღვრას და კომუნიკაციას).
 
პანდემიის შემდეგ, 2022 წელს, თითქმის ყველა დიდი საკონსულტაციო კომპანია, დიდი კომპანიის ლიდერი და კომპანიები საუბრობენ, რომ დაქირავება ამიერიდან მოხდება უნარების მიხედვით (ლინქდინის აქტიური მომხმარებელი შეამჩნევდა, როგორ გააძლიერა ლინქდინმა უნარების მიხედვით მეჩინგი ვაკასიებზე, მომხარებლის პროფილზე უნარების ჩამონათვალის მოთხოვნა და შეთავაზება).
 
ძალიან ბევრი კომპანია უკვე აკეთებს კიდეც უნარებით დაქირავებას, იგივე მაიკროსოფტი, ლინქდინი, Accenture, ვოლმარტი, უნილევერი და დიდი ნუსხაა. ერთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია უნარებით დაქირავებაზე - აქ მოიაზრება არა „კომუნიკაციის უნარი“, არამედ ტექნოლოგიების ათვისების, პროდუქტის განვითარების უნარი და სხვა.
 
კიდევ ერთი საინტერესო რამ - ლინქდინზე მალე გაჩნდება ალგორითმი, რომელიც გააკეთებს prediction-ს თუ რა უნარები შეიძლება ჰქონდეს იუზერს მისი სამუშაო გამოცდილების მიხედვით (კომპანია, პოზიცია, პერიოდი) რომელიც რაღაც პერიოდში მუშობდა x კომპანიაში, სადაც მოხდა ან ახალი პროდუქტების გაშვება, ან ტრანსფორმაცია, ან გაყიდვების ზრდა. ამას გააკეთებს იმავე კომპანიაში მომუშვე სხვა იუზრების პროფილების გაანალიზების მიხედვით. ეს თუ გამოუვიდა ლინქდინს, იქნება საოცრება.
 
ტალანტების და ზოგადად, დასაქმების ბაზარზე ამ საინტერესო ცვლილებების გარდა, კიდევ ერთი საინტერესო დინამიკა გაჩნდება Big Tech-ში გასული წლის მაისიდან და დღემდე მიმდინარე შემცირებებისა და კრიპტო ფონდების კრახების შედეგადაც.
 
ცუდია თუ კარგია შემცირებები, რომლებსაც მედია ძალიან ხშირად აშუქებს?
 
როგორც მიპასუხეს და მეც ვიაზრებ, კარგია, რადგან ხდება მხოლოდ ტექში და არ არის economywide. ბევრი კარგი რაღაც მოყვება, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ნეგატიურია შემცირებების პროცესი და დიდი ტექკომპანიების სანდო დამქირავებლის იმიჯისთვისაც არასასურველი (ისეთ რეიტინგულ და სანდო ბიზნეს გამოცემებში, როგორიცაა HBR, , MIT Management Review, Sloan Management Review, რჩევებიც კი გაჩნდა, როგორ შევამციროთ თანამშრომლები პოზიტიურად. ნუ ძირითადად მეილებით მოხდა და ეს კიდევ უფრო არ ვარგა)
 
ახლა რა „სიკეთეები“ მოყვება ტექგიგანტებში შემცირებას და სილიკონის ხეობის reshuffling-ს:
 
ა) პანდემიამდე და პანდემიის შემდეგ, ტექტალანტების დაქირავება იყო ზედმეტად რთული და ძალიან ძვირი, იმიტომ რომ დიდი კომპანიები ქირაობდნენ მსოფლიოს მასშტაბით, რადგან მათი ოპერაციები არ არის მხოლოდ ამერიკაში. შესაბამისად, სტარტაპებს, არატექკომპანიებს ძალიან უჭირდათ ტექპროფესიონალების დაქირავება, შემცირებები და დაქირავებების შეჩერება ამ შესაძლებლობას აჩენს - არატექმა და თუნდაც ტექსტარტაპმა შედარებით ნაკლები ( და არა იაფი!) ბიუჯეტით დაიქირავოს ისეთი ინჟინრები, რომლებზეც ვერც კი იფიქრებდნენ, ვერ მიეკარებოდნენ.
 
ბ) შემცირდება დაქირავების დრო და გაიზრდება ხარისხი ( geekwire-ის მიხედვით, რამდენიმე სტარტაპმა აღნიშნა, რომ დაქირავების ვადა შემცირდა 60-70%-ით და კვალიფიციური კანდიდატების რეზიუმეების რაოდენობაც გაიზარდა 25 %-ით.
 
რატომ მოხდა დროის შემცირება? - თუ ნებისმიერ ტექრეკრუტერს ჰკითხავთ, ყველა გიპასუხებთ, რომ ნებისმიერ ტექ ტალანტის დაქირავება იყო რთული, რადგან მინიმუმ 2 ჯობ ოფერი ედო მაგიდაზე და არ აინტერესებდა მესამე.  ან აინტერესებდა ისეთი, რომელიც უკეთსს საქმეს და ანაზღაურებას მისცემდა. ამას მეც ვადასტურებ: ხუთშაბთს თქვა ადამიანმა მაინტერესებს, პარასკევს მომწერა- ოფერი მივიღე და აღარ მაინტერესებს, ასეთი მაგალითი კი უამრავია.
 
გ) ტექნოლოგიების ტალანტების ბაზარზე ხდება დიდი reshuffling-ი, რაც გულისხმობს შემდეგს: პროფესიონალი ტექტალანტები სილიკონში აღარ იქნებიან „შეგუბებულები“, ნელენლა ეს ტალანტები გადაინაცვლებენ და უკვე გადიან ბანკებში, დაზღვევებში, რითეილერებში, წარმოებებში, ჯანდაცვაში და სამთავრობო სტურქურებში (დღეს ვნახე ნიუსი, რომელიღაც შტატის ადმინისტრაციას აქვს 1000 ვაკანსია დეველოპერზე). ლეიოფების შემდეგ, ტექტალანტს აქტიურად ქირაობს მორგან სტელი, JP მორგანი, უნილევერი, ვოლმარტი, კლინიკები, სამედიცინო კვლევითი ცენტრები, მძიმე ინდუსტრიებიც (მოპოვება).
 
დ) ერთი საინტერსო რამ, რაც ადრე წავიკითხე და მაშინ გამიკვირდა, დელოიტის 2015 თუ 2016 წლის რეპორტში პროგნოზი იყო ასეთი, რომ 2025 წელს  აზიასა და ლათინურ ამერიკაში გაჩნდება ახალი „სილიკონის ხეობები“. გამიკვირდა, რანაირად, მაგრამ: 1. ყველა დიდ ტექკომპანიას რაღაც სერვისები აქვს მექსიკაში, ან ბრაზილიაში ან არგენტინაში (ინდოეთის გარდა); სამხრეთ აფრიკა და Sub Saharan აფრიკა ისედაც ცნობილია ფინტექი და აგრიტეკის მზარდ ბაზრად; ამას დაემატა გაერთიანებული ემირატების ამბიცია იყოს ტექინოვაციების დიდი ცენტრი. მექსიკაში, ბრაზილიაში და არგენტინაშიც, ყველა იმ კომპანიამ,რომელიც ემსახურებოდა ტვიტერს, ამაზონს ან მაიკროსოფტს, შეამცირეს ხალხი, თუმცა, ეს ხალხი უკვე გადანაწილდა კრიპტო, აგრიტექსა და ფეიმენტების სტარტაპებში.
 
ისე კი, სამხრეთ ამერიკა არის სავანე კრიტპო კომპანიებისთვის. ზოგადად, სამხრეთ ამერიკის ტექმარკეტის დღევანდელი ღირებულება ასეთია: ბრაზილია - 45.7 მლრდ დოლარი; მექსიკა- 23 მლრდ დოლარი, კოლუმბია -10.2 მლრდ, არენტინა -9.2 მლრდ, ჩილე - 8 მლრდ (აქ კრიპტო ოფიციალური ვალუტაა უკვე), პერუ-6.5 მლრდ დოლარი. ეს არის სტატისტიკის 2021 წლის მონაცემები. უკრაინა - რუსეთის ომის შემდეგ, არგენტინასა და ბრაზილიაში ბევრი რუსული ტეკომპანიაც გადაბარგდა (Financial Times ის მიხედვით).
 
ე) მე რაც ძალიან მომწონს, გამოთავისუფლებული ხალხი და დაქირავების შეჩერება გამოიწვევს ტექნოლოგიების კარგ განვითარებას ჯანდაცვაში (რაც ძალიან საჭიროა კიბოს, ალცჰაიმერის, დაბერების და დიაბეტის სამკურნალოდ); აგრონომიაში , განვითარდება cleantech, განვითარდება ეკოლოგიაზე ზრუნვის ტექნოლოგიები, დაიხვეწება დაზღვევის ტექნოლოგიები, გადაზიდვების, წარმოების (მათ შორის მაინინგი ნედლეულის), მსუბუქი წარმოების (სამოსი) ტექნოლოგიები, ფარმტექი, ედუტექი და მოკლედ, ტექი შევა ყველგან. ამაში რა არის სასიხარულო და ის, რომ მარტო ამაზონს ან მაიკროსოფტს არ ექნება ისეთი ტექნოლოგიები, რაც ადამიანის ცხოვრებას და მუშაობას გააუმჯობესებს. ყველაზე მეტად მე ეს მხიბლავს ამ გადანაცვლებაში.
 
რა თქმა უნდა, ამას შეძლებს ის ხალხი, ვისაც აღარ დაიქირავებენ, გაუშვეს და გაუშვებენ (კიდევ არის პროგნოზი, ერთი შემცირება იქნება სავარაუდოდ მაისიდან)
 
ტექ ვაკანსიებზე მოთხოვნა არ შემცირდა, ვაკასიები უამრავია. შტატებში მხოლოდ 3 %-ით შემცირდა, სამაგიეროდ უამრავია ვაკანსიაა შვეიცარიაში (რომელიც პირველია ინოვაციების რეიტინგით), საფრანგეთში, სინგაპურში, მექსიკაში, ბრაზილიაში, არგენტინაში,შვედეთში, ესპანეთში, გერმანიაში, ინდოეთში, ინდონეზიაში, ახალ ზელანდიაში, ნიდერლანდებში, იტალიაში, იაპონიაში , შვედეთში და მგონი ბევრია კიდევ (ლინქდინის სტატისტიკა ვნახე).
 
ლინქდინის სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მოთხოვნადი პროფესიები ტექში 2023 წელს იქნება:
1. რა თქმა უნდა data science
2. Product manager 
3. Data Architect
4. Developer
5. Cyber Security
6. Cloud Engineers
7. Blockchain developers
8. DevOps
9. Project Managers
 
რომ შევაჯამოთ, ტექბაზრის დიდი „გადათამაშება“ ხდება სხვა ინდუსტრიების სასარგებლოდ.
 
სამუშაო ეკოსისტემების განვითარებისა და უნარების დაქირავების საშუალებით (უნარების მიხედვით დაქირავება არსად გაქრება, თუნდაც ამ გადანაწილების გამო). ერთი ისაა, ჩემს მსგავსად თუ ვინმეს უნდოდა ტექში გადასვლა, კონკურენცია გაეზარდა და მაქსიმუმ 2 წელი მოუწევს კონკურენციაში ყოფნა და ცოდნის ხარისხზე მუშაობა. 
 
ხო, რა ხდება ჩინეთში, ამაზე სხვა დროს, ბარემ ჩინური მენჯმენტის შესწავლას მოვრჩე, რომელიც ასე გამიგრძელდა, მაგრამ ძალიან საინტერესოა..
 
ბიზნეს კონსულტანტი, საკონსულატაციო კომპანია "ინსორსის" მენეჯერი მედეა ტაბატაძე 
Businesspartner