ეკონომიკა
30/07/2020

1 წელიწადში სამშენებლო ნებართვები 16.5%-ით შემცირდა

ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2020 წლის იანვარ-ივნისში გაცემულია 4169 ნებართვა (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16,5 პროცენტით ნაკლები) 2576,8 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 26,8 პროცენტით ნაკლები).

ნებართვების 78,3 პროცენტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე. კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 56,0 პროცენტი ქ. თბილისზე, 9,6 პროცენტი - ქვემო ქართლის რეგიონზე, 6,4 პროცენტი - იმერეთის რეგიონზე და 6,3 პროცენტი აჭარის ა.რ.-ზე.

 

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის იანვარ-ივნისში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სასტუმროების, სავაჭრო ობიექტების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე.


გაცემულ ნებართვებში შედარებით დიდი წილით წარმოდგენილია მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები. დამთავრებული მშენებლობების ნახევარზე მეტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე. კერძოდ, 29,3 პროცენტი ქ. თბილისზე, 14,4 პროცენტი - კახეთის რეგიონზე, 12,1 პროცენტი - იმერეთის რეგიონზე, ხოლო 9,4 პროცენტი - ქვემო ქართლის რეგიონზე.

სულ, 2020 წლის იანვარ-ივნისში ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 758,8 ათასი კვ.მ ფართობის (წინა წელთან შედარებით 44,6 პროცენტით ნაკლები) 810 ობიექტი (წინა წელთან შედარებით 34,5
პროცენტით ნაკლები).

Businesspartner

მთავარი სიახლეები