ეკონომიკა
07/04/2021

2020 წელს საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მხარდაჭერა უპრეცედენტო იყო - ბიზნეს კვლევების სახლი

სავაჭრო პალატის "ბიზნეს კვლევების სახლი“-ს კვლევის "საქართველო-მიმოხილვა და ბიზნეს მოლოდინები 2021’’ მიხედვით, 2020 წელს საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მხარდაჭერა უპრეცედენტო იყო.

კვლევაში მითითებულია, რომ საქართველოს მთავრობისთვის IFI-ების მხარდაჭერის მზადყოფნამ ჯამურად 3 მლრდ დოლარს გადააჭარბა, საიდანაც 1.1 მლრდ დოლარი უკვე გამოიყო 2020 წელს. გარდა ამისა, საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტებმა 700 მლნ დოლარის ღირებულების ლიკვიდობა მიაწოდეს ქართულ კომპანიებს, ძირითადად ქართულ ბანკებს. 2020 წელს მხარდაჭერის მთავარი სფეროები იყო პანდემიასთან დაკავშირებული მხარდაჭერა, ინფრასტრუქტურის განვითარება და ინვესტიციები ენერგეტიკის სფეროში.

2020 წლის უპრეცედენტო მხარდაჭერა დასტურდება წამყვანი ფინანსური ინსტიტუტების მიერ განხორციელებული ღონისძიებებითაც. მაგალითად, EBRD-მა ხელი მოაწერა ჯამურად 750 მლნ დოლარის ღირებულების პროექტებს, რაც ორჯერ აღემატება 2019 წლის მაჩვენებელს, ხოლო ADB-ს მიერ მხარდაჭერილი პროექტების ღირებულებამ 700 მლნ დოლარზე მეტი შეადგინა.

რაც შეეხება საგრანტო მხარდაჭერას, მოცემულ მომენტში საქართველოში მიმდინარეობს 150-ზე მეტი პროექტი, რომელიც ფინანსდება საქართველოს პარტნიორი მთავრობების მიერ, მიმდინარე პროექტების ბიუჯეტი ჯამურად შეადგენს 888.9 მილიონ დოლარს.

ევროკავშირი საქართველოს ყველაზე დიდი სავაჭრო და საინვესტიციო პარტნიორია და ყოველწლიურად საქართველოს ტექნიკური და ფინანსური დახმარების სახით 100 მლნ ევროზე მეტ თანხას გამოყოფს.

ამერიკის შეერთებული შტატების პროექტების დიდი უმრავლესობა ხორციელდება USAID-ის ჩართულობითა და მონაწილეობით. USAID საქართველოში მუშაობს 1992 წლიდან. ამ დროიდან ამერიკის მთავრობამ USAID-ის საშუალებით 1,8 მილიარდი დოლარის დახმარება გაუწია საქართველოს.

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"საქართველოს რკინიგზის" დირექტორთა საბჭოში ცვლილებაა
01

11/04/2021
ტურიზმი

ტურისტული კომპლექსი კახეთში - Melaanian Vintage სტუმრების მისაღებად ემზადება
02

09/04/2021
საზოგადოება

ისრაელის კლინიკის ექიმი ვაქცინაციის შედეგებზე: თითქმის ყველა რეგულაცია მოიხსნა
03

15/04/2021
ტურიზმი

კელი დეგნანი: აშშ-სა და საქართველოს შორის პირდაპირ ფრენებზე მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს
04

12/04/2021
ბიზნესი

მიხო სვიმონიშვილის შვეიცარიული აგრარული სკოლა პირველ სტუდენტებს სექტემბერში მიიღებს
05

04/03/2021
საზოგადოება

პარლამენტი ავტომობილში არასრულწლოვნის თანდასწრებით თამბაქოს მოხმარების აკრძალვის მომხრეა
06

15/04/2021