ეკონომიკა
09/03/2023

2023 წლის იანვარ-თებერვალში ქართული თაფლი ექსპორტზე არ გასულა

2022 წელს საქართველოდან ექსპორტზე $1.75 მილიონის ღირებულების 258 ტონა თაფლი გავიდა. საქსტატის მონაცემებით, თაფლის ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 78%-ით მეტი იყო.

თაფლის ექსპორტის ძირითადი ნაწილი ევროკავშირის ქვეყნებში განხორციელდა. ევროკავშირში გასულ წელს 888 500 დოლარის ღირებულების 210 ტონა თაფლი გავიდა. 97 ტონა, 556 000 დოლარის ღირებულების თაფლი საფრანგეთში გაიყიდა. 112 ტონა, 323 ათასი დოლარის ღირებულების -  ბულგარეთში, ხოლო 21 ტონა 103 000 დოლარის ღირებულების თაფლის ექსპორტი ნორვეგიაში განხორციელდა.

რაც შეეება, მიმდინარე წელს. 2023 წლის იანვარ-თებერვალში ქართული თაფლი ექსპორტზე არცერთ ქვეყანაში არ გასულა.

Businesspartner