ეკონომიკა
17/03/2023

2030 წლისთვის ევროკავშირში, აშშ-სა და ჩინეთში გაყიდული ყოველი მეორე ავტომობილი ელექტრო იქნება

2030 წლისთვის მოლოდინია, რომ ევროკავშირში, აშშ-სა და ჩინეთში გაყიდული ყოველი მეორე ავტომობილი ელექტრო იქნება, რაც გაზრდის გაყიდვებს განვითარებად ეკონომიკებში.“ - ამ საკითხზე G&T-ის ასოცირებულმა მკვლევარმა პრეზენტაციაზე განაცხადა.

„ჩვენ ვართ განვითარებადი ეკონომიკა, მოვიხმართ იმ ავტომობილებს რომელსაც მოიხმარენ დიდი ქვეყნები და შემდეგ გაყავთ ექსპორტზე, შესაბამისად ეს გლობალური ტრენდი იმას ნიშნავს, რომ საშუალოვადიან პერიოდში ჩვენთანაც ავტომობილების ელექტრიფიკაციის ტრენდი არის გარდაუვალი,“-განმარტა თათია მამრიკიშვილმა.

საინვესტიციო ბანკის ანგარიშის თანახმად, 2022 წელს გლობალურად ელექტრო ავომობილების გაყიდვებში ჩინეთს, ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპას 94,8%-იანი წილი ეჭირა.

„გასულ წელს ჩინეთში გაყიდვები თითქმის გაორმაგდა, რასაც თავისი ობიექტური მიზეზები აქვს, ჩინეთში 2023 წლიდან სუბსიდიები ელექტრომობილებზე გაუქმდა, შესაბამისად ამ მოლოდინის გამო მომხმარებლებმა წინასწარ შეიძინეს ავტომობილები.“-აღნიშნა თათია მამრიკიშვილმა.

Businesspartner