ეკონომიკა
24/08/2021

3%-იანი გამყარება თუ 10%-იანი გაუფასურება - სებ-ის მოლოდინი ლარის კურსზე

წლის დარჩენილ პერიოდში ლარი დოლართან მიმართებაში 3%-ით გამყარდება, - ასეთია ეროვნული ბანკის ოპტიმისტური სცენარით გათვლილი მოლოდინი.

სცენარით ვაქცინაციის ტემპის გააქტიურების ფონზე ეკონომიკის გაჯანსაღება მდგრადი ხასიათისაა, სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში მზარდი ეკონომიკური აქტივობაა, იზრდება საინვესტიციო ნაკადები და ჩქარდება ტექნოლოგიური პროგრესი. ეკონომიკური აღდგენის ფონზე, ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელს უფრო სწრაფად უბრუნდება და მონეტარული პოლიტიკა გამოდის გამკაცრებული რეჟიმიდან.

მოვლენების საბაზო სცენარით განვითარების შემთხვევაში, ეროვნული ვალუტის კურსის მიმდინარე დონესთან უცვლელი, სტაბილური რჩება, როგორც წელს, ასევე მომავალი წლისთვისაც.

საბაზო სცენარით ეკონომიკა წლის ბოლომდე ეტაპობრივად აღდგება, ვაქცინაციის გააქტიურებით ვირუსის გავრცელება კონტროლს დექვემდებარება. ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობსება კი ტურისტული ნაკადების გაზრდას და საგარეო ვაჭრობის აღდგენას შეუწყობს ხელს. მდგომარეობა გაუმჯობესდება მეზობელ ქვყნებშიც.

პესიმისტური სცენარი, რომელიც ეკონომიკის შეფერხებულ აღდგენას გულისხმობს, ლარის 10%-იან გაუფასურებას გულისხმობს წლის ბოლომდე, გაუფასურების ნიშნული 5-5%-მდეა 2022 და 2023 წლებისთვის. პესიმისტური სცენარით, პანდემიის შეკავება 2022 წლის მეორე ნახევრამდე ვერ ხერხდება, შესაბამისად, ეკონომიკური აღდგენის ტემპი დროში გაწელილია, ინფლაციური მოლოდინების ფონზე მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებული რჩება

Businesspartner

მთავარი სიახლეები