ეკონომიკა
02/06/2021

8 სახელმწიფო ქონება, რომელიც მთავრობამ აუქციონზე გასაყიდად გამოიტანა

პროგრამის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში, სახელმწიფო ობიექტების ნაწილი ფასდაკლებით იყიდება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ელექტრონული აუქციონის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად,ამჯერად ელექტრონულ აუქციონებზე გამოტანილია 160 მილიონი ლარის 150-ზე მეტი საინვესტიციოდ მიმზიდველი შეთავაზება, მათ შორის 8 სახელმწიფო საწარმო.აღსანიშნავია, რომ 50 ობიექტი 50%-იანი, ხოლო 25 ობიექტი 25%-იანი ფასდაკლებით იყიდება.

„ბიზნესპარტნიორი“  გთავაზობთ, იმ 8 ობიექტის ჩამონათვალს, რომელსაც სახელმწიფო  ყიდის:

1.ზუგდიდში, შპს „ზუგდიდის ფარმაცია“, 100%-იანი წილი. საწყისი ფასი  - 306 000 ლარი

2.შპს „დეზინფექციის,დერატიზაციისა და სტერილიზაციის სპეციალიზირებული ეპიდზედამხზედველობის ცენტრი, 100%-იანი წილი.საწყისი ფასი - 246 00 ლარი

3.სს „ცეკავშირის ზუგდიდის სასურსათო კომბინატი“- 51%-იანი წილი.საწყისი ფასი-1,014,00 ლარი

4.შპს „საზღვაო ტექსერვისი“, 100%-იანი წილი, საწყისი ფასი - 2,263,800 ლარი

5.სს „ხაშურის მინის ტარა“, 633 211 აქცია, კომპანიის კაპიტალის 23,0935%-იანი წილი,საწყისი ფასი-747 200 ლარი.

6.შპს „დემეტრე 96“. 100%-იანი წილი. საწყისი ფასი - 3,931,000 ლარი

7.შპს „თერმული წყლები“, 100%-იანი წილი, საწყისი ფასი - 1,511.000 ლარი

8.შპს „უნისონი“, 20%-იანი წილი,საწყისი ფასი - 399 000 ლარი

აუქციონების შესახებ დამატებითი ინფორმაციას იხილეთ ბმულზე

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის 1 იანვრიდან დღემდე პროგრამა "100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს" პრივატიზებულია 160,157,033 ლარის უძრავი ქონება. მობილიზებული თანხა სააგენტოს წლიური გეგმის 70%-ს შეადგენს.

 

Businesspartner