ეკონომიკა
24/05/2022

9 600 ლარზე მეტი ანაზღაურება საქართველოში დასაქმებულთა 1.5%-ს აქვს

2022 წლის აპრილში თვიურად ხელფასის მიმღებთა რიცხვი გაიზარდა.

PMC კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, არსებული მაჩვენებელი 2021 წლის ანალოგიურ მონაცემებს 3%-ით, ხოლო 2020-ის ანალოგიურ მაჩვენებლებს 15%-ით აღემატება. 

აღსანიშნავია, რომ შემცირდა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც თვეში ხელფასის სახით 0-600 ლარამდე იღებდნენ. 2022 წლის აპრილში ასეთი მოქალაქეების რიცხვმა 22.8% შეადგინა, რაც 2021 წლის ანალოგიურ მაჩვენებლებს 2.2%-ით, ხოლო 2020-ის მაჩვენებლებს 9.6%-ით აღემატება. 

რაც შეეხება 2 400 ლარზე მეტ თვიურ ხელფასს, მიმდინარე წლის აპრილში მისი მიმღებთა რიცხვი 18% იყო. ეს მაჩვენებელი 2021 წლის მონაცემებს 1.4%-ით, ხოლო 2020-ის მონაცემებს 7%-ით აღემატება. 

თვიურად ხელფასის მიმღებთა 1.5%-ის შემოსავალი 9 600 ლარზე მეტია. 2022 წლის აპრილში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ასეთი მოქალაქეების რიცხვი 11%-ით გაიზარდა. მნიშვნელოვანი მატებაა 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და ეს რიცხვი +119%-ს შეადგენს. 

PMC კვლევითმა ცენტრმა ინფორმაცია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით მოამზადა. 

Businesspartner