ეკონომიკა
22/07/2020

ადგილობრივ ბაზარზე დასაქმება ალტერნატივად

მეზობელ ქვეყნებში სეზონური დასაქმების მსურველებს სახელმწიფო ალტერნატვად ადგილობრივ ბაზარზე დასაქმებას სთავაზობს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აცხადებს, რომ მზადაა სხვადასხვა რეგიონში მუშახელის ორგანიზებული მობილიზება დაიწყოს.

პირველ ეტაპზე საუბარია კახეთში ატმისა და ყურძნის კრეფის პროცესში მოქალაქეების ჩართვაზე. სამინისტროს მტკიცებით, სეზონური სამუშაოები შიდა ქართლში ხილის კრეფაზე გაგრძელდება, რასაც სამეგრელოსა და გურიის რეგიონში თხილის მოსავლის აღების სამუშაოები მოჰყვება.

Businesspartner