ეკონომიკა
24/11/2022

აქტაუს პორტის მოდერნიზაციისთვის EBRD-ი $15 მლნ-ის სესხის გაცემას გეგმავს

ევროპოს რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი EBRD კასპიის ზღვის რეგიონის მთავარი პორტისთვის $15 მლნ-ის სესხის გაცემას გეგმავს.

პროექტის მიზანი პორტში ტვირთების გადაზიდვის შესაძლებლობის გაზრდაა.

9-წლიანი გარანტირებული სესხი მოხმარდება აქტაუს პორტის მოდერნიზაციას, აღჭურვილობისა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის შეძენას.

პროექტის განხორციელებით, შუა დერეფანთან დაკავშირებული დეფიციტის და ეფექტურობის პრობლემა გარკვეულწილად გადაიჭრება, რაც კასპიის ზღვაში გავლისას სარკინიგზო გამტარუნარიანობას დააბალანსებს.

ასევე, პროექტი ხელს შეუწყობს ხარჯების ეფექტურობის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას. ეს განპირობებული იქნება ტვირთის გადაზიდვის შესაძლებლობების ამჟამინდელი შეფერხებით, რაც ტვირთების გაზრდილ ტრაფიკთან ერთად უზრუნველყოფს მდგრადი ხარჯების ეფექტურობას და შემდგომში აქტაუს პორტის კონკურენტული პოზიციის გაუმჯობესებას ტრანსპორტირების სხვა მარშრუტებთან შედარებით.

ამ ეტაპისთვის, პროექტი განხილულია და დადასტურების მოლოდინშია.

Businesspartner

მთავარი სიახლეები