ეკონომიკა
16/05/2022

აპრილში საარსებო მინიმუმმა რეკორდულ 241 ლარს მიაღწია

საარსებო მინიმუმი მაღალი ინფლაციის წნეხს განიცდის. აპრილში მაჩვენებელმა რეკორდულ ნიშნულს, 241 ლარს მიაღწია.

საქსტატის მონაცემებით, შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი მარტთან შედარებით 2.8 ლარით გაიზარდა, წლიურად კი 39 ლარით არის გაზრდილი. საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 213.5 ლარით განისაზღვრა.

შეგახსენებთ, რომ აპრილში წლიური ინფლაციის დონემ 13 პროცენტს მიაღწია, მაშინ როდესაც მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-ია. 

სებ-ი ინფლაციოის ტემფპის შენელებას პანდემიის მილევის ფონზე მარტიდან ელოდა, თუმცა რუსეთ-უკრაინის ომმა მოლოდინი გადაავადა.

Businesspartner