ეკონომიკა
04/05/2021

აპრილში წლიურმა ინფლაციამ 7.2% შეადგინა

2021 წლის აპრილში წლიური ინფლაციის დონემ 7.2% შეადგინა.

საქატატის მონაცემებით, წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონე 0.9%-ით განისაზღვრა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას,  მაჩვენებელმა 2021 წლის აპრილში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.93% შეადგინა, თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი კი 6.87%-ით განისაზღვრა.

აღსანიშნავია, რომ წლიური ინფლაცია მარტშიც 7.2% იყო. როგორც ეროვნულ ბანკში განმარტავენ, გასული წლის დეკემბრიდან ინფლაციის მაჩვენებელი კომუნალური გადასახადების სუბსიდირებამ შეამცირა. მარტიდან სუბსიდიის დასრულება ინფლაციაზე ზრდის მიმართულებით აისახა. 

ეროვნული ბანკი 2021 წლის საშუალო ინფლაციის 6.5 %-იან მაჩვენებლს ელის.

მარეგულირებლის პროგნოზით, მომდევნო სამ თვეში ინფლაციის მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალ დონეზე შენარჩუნდება. რაც შეეხება ინფლაციაზე ნეგატიურად მოქმედ ფაქტორებს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი რამდენიმე მიზეზს ასახელებს. მათ შორის, კორონავირუსის გამო შექმნილ არაორდინალურ ვითარებას.

 

 

Businesspartner