ეკონომიკა
23/03/2022

ბიუჯეტმა გზათსარგებლობის გადასახადიდან 2 თვეში ₾11.4 მლნ მიიღო

საქართველოში სახმელეთო გადაზიდვები ზრდის ტრენდს ინარჩუნებს.

თებერვალში ქვეყნის ბიუჯეტმა გზათსარგებლობის საფასურის სახით 6 მლნ ლარი შევიდა. 2 თვის ჯამური შემოსავალი 11.4 მლნ აღემატება, რაც წლიურ ჭრილში 40.9%-იან ზრდას აჩვენებს.

ქვეყნის საზღვრები  იანვარში 26 742 სატვირთო ტრაილერმა გადაკვეთა, თებერვალში 30 493 სატვირთომ.

აღსანიშნავია, რომ  2021 წელს გზათსარგებლობის საფასურის სახით სახელმწიფო ბიუჯეტში 66.4 მლნ ლარის შემოსავალი შევიდა. ბოლო წლებში გზათსარგებლობიდან მიღებული შემოსავლები ზრდის ტრენდს აჩვენებს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები