ეკონომიკა
19/04/2021

ჩინეთი საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანაა

ჩინეთი საქართველოს უმსვილესი საექსპორტო ბაზარია.

"საქსტატის" 2021 წლის იანვარ-მარტში 10 უმსხვილეს საექსპორტო ქვეყანას შორის ჩინეთი 13.4%–ით ლიდერობს. ამ ქვეყანაში 109.9 მლნ დოლარის ქართული პროდუქცია გავიდა.

შემდეგ მოდის რუსეთი 13.3%–იანი მაჩვენებლით და $109.5 მლნ-ით.

TOP3-ის ბოლო პოზიციაზეა აზერბაიჯანი 12.7%–ით. აზერბაინჯანის ბაზარზე $104.6 მლნ-ის ქართული პროდუქცია გავიდა.

10–ვე ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 76.7 პროცენტი შეადგინა.

საქართველოდან ჩინეთში ექსპორტირებულ უმსხვილეს სასაქონლო ჯგუფებშია: სპილენძის მადნები და კონცენტრატები, ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები, ხელსაწყოები და მოწყობილობები მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი, ყურძნის ნატურალური ღვინოები, ალუმინი დაუმუშავებელი და ა.შ.  

 

Businesspartner