ეკონომიკა
16/09/2020

ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შედეგები - ექსპორტმა საქართველოდან $872 მლნ შეადგინა

ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ 3 წელი გავიდა. ამ პერიოდში სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის ბაზარზე საქართველოდან ექსპორტზე გატანილი პროდუქციის მთლიანი ღირებულება 872,226 მლნ დოლარია. მაჩვენებლის ნახევარზე მეტი სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების ექსპორტიდანაა მიღებული. ქვეყანამ ამ პროდუქციის ექსპორტიდან 692,538 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო.

„ბიზნესპარტნიორისთვის“ "საქსტატიდან" მოწოდებული ინფორმაციით, ჩინეთში უმსხვილესი საექსპორტო პროდუქციის ჩამონათვალში მეორე ადგილს ყურძნის ნატურალური ღვინოები იკავებს, მიღებული შემოსავალი კი 67,040 მლნ დოლარია.

ხუთეულის მესამე ადგილს 30, 816.5 მლნ დოლარით იკავებს ხელსაწყოები და მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი მოწყობილებები. მეოთხე პოზიციაზე კი მადნები და ძვირფასი ლითონების კონცენტრატებია. მიღებული შემოსავალი - 23, 771.7 მლნ დოლარი.

ხუთეულის ბოლო ადგილს მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი იკავებს. როგორც აღმოჩნდა 2017-2020 (2020 იანვარ-ივლისი) წლებში საქართველოდან ჩინეთში ექსპორტზე 9,323 მლნ დოლარის 194 მსუბუქი ავტომობილი გავიდა.

რაც შეეხება სხვა პროდუქტებს, მათმა მთლიანმა საექსპორტო ღირებულებამ 3 წელში 48,736 მლნ დოლარი შეადგინა.

Businesspartner