ეკონომიკა
07/08/2020

დასაქმების მაჩვენებლები უმჯობესდება - ივნისში ხელფასი 47 000-ით მეტ ადამიანს ჩაერიცხა

ეკონომიკის გამოჯანსაღებასთან ერთად, დასაქმება მკვეთრ აღდგენას იწყებს.

თიბისი კაპიტალის ცნობით, მაისში, 91 000-ით ნაკლებმა ადამიანმა აიღო ხელფასი თებერვალთან შედარებით. ივნისში კი ეს რიცხვი ორზე მეტჯერ შემცირდა და დასაქმებულთა რიცხვი თ/თ 47,000-ით გაიზარდა. მონაცემების მიმოხილვისას საინვესტიციო კომპანია შემოსავლების სამსახურის მონაცემებს ეყრდნობა.

თიბისი ბანკის მონაცემებთ, ივლისში ბევრ ძირითად ინდუსტრიაში მაისთან შედარებით პოზიტიური დინამიკა შეინიშნება. ნეგატიური დინამიკა ფიქსირდება განათლების, პროფესიული საქმიანობის, გართობისა & ხელოვნების, ენერგეტიკის სექტორებში.

Businesspartner