ეკონომიკა
22/07/2021

დეპუტატი: 100 მლნ ლარით უნდა ვიყიდოთ ყურძენი, რომელსაც მერე გავანადგურებთ

“გირჩის“ წევრი, დეპუტატი ალექსანდრე რაქვიაშვილი ფინანსთა მინისტრის მოადგილეს გიორგი კაკაურიძეს მიმართავს კითხვით, რა კრიტერიუმებით ხდება სახელმწიფო ბიუჯეტში თანხის გადანაწილება.

“მაინტერესებს როგორ დგება პრიორიტეტები. მაგალითად, 100 მილიონით უნდა ვიყიდოთ ყურძენი, რომელსაც მერე პირდაპირ თუ ირიბად, მაინც გავანადგურებთ, რომელიც არ სჭირდება არავის. რომ სჭირდებოდეთ, იყიდინენ ჩვენი დახმარების გარეშე.

რა პრიორიტეტთ ვადგენთ, ვინ დავაფინანსოთ? სუფთა პოლიტიკური კრიტერიუმების გარდა არსებობს თუ არა რაიმე კრიტერიუმები. მაგალითად შეიძლება სხვა ფერმერებს დავეხმაროთ, სოციალურად დაუცველებს დავეხმაროთ, ვალი შევამციროთ დამატებით, ფული დავუბრუნოთ გადასახადის გადამხდელებს, უამრავი ალტერნატივა გააჩნია ფინანსთა სამინისტროს და როგორ გამოვიდა, რომ ამ 1.22 მლნ-ში, 100 მილიონი გამოიყო რთველისთვის?“,- მიმართა ალექსანდრე რაქვიაშვილმა გიორგი კაკაურიძეს.

ინფორმაციისთვის, 2021 წელს რთველის სუბსიდირებისთვის 100 მლნ ლარია გათვალისწინებული.

პარლამენტში, რიგგარეშე სასესიო სხდომაზე 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების პროექტს განიხილავენ.

Businesspartner