ეკონომიკა
31/05/2021

დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვამ აპრილში ₾9 მლრდ-ს მიაღწია

საქართველოში დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა აპრილში მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, რეკორდული ზრდაა ახალ დარეგისტრირებულ საწარმოთა შემთხვევაში.

„საქსტატის“ მონაცემებით, დღგ-ს გადამხდელთა ბრუნვამ აპრილში 8,9 მლრდ ლარი იყო, წლიურად 93,4%-იანი ზრდაა.

1 488%-ით არის გაზრდილი ახალი საწარმოების რეგისტრაციის მაჩვენებელი, დარეგისტრირებულია 4 876 საწარმო. 

2020 წლის აპრილში ქვეყანაში 307 ახალი საწარმო დარეგისტრიდა, მაჩვენებელი წლიურად 93%-ით იყო შემცირებული. დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა კი 2020 წლის აპრილში 4,25 მლრდ ლარს შეადგენდა.

Businesspartner