ეკონომიკა
30/04/2020

დღგ–ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის ზრდის ტემპი შენელდა

საქართველოში დღგ–ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის ზრდის ტემპი შენელებულია.

„საქსტატის“ მონაცემებით, დღგ–ს გადამხდელთა ბრუნვამ მარტში 6,3 მლრდ ლარს მიაღწია, წლიური ზრდა მხოლოდ 0,7%-ია. იანვარსა და თებერვალში ზრდის მაჩვენებელი გაცილებით მაღალი იყო, შესაბამისად 14,6% და 10.5%.

საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში 2 426 ახალი საწარმო დარეგისტრირდა, რაც 47.5%–ით არის შემცირებული 2019 წლის მარტთან შედარებით.

Businesspartner