ეკონომიკა
16/09/2021

EIB-ის საქართველოში €2 მლრდ-ს პროექტები აქვს დაფინანსებული

ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) მხარდაჭერილი პროექტების მიმდინარეობა მიმოიხილეს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და სამხრეთ კავკასიაში ბანკის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა მაჩიე ჩურამ.

ფინანსთა სამინისტროს ცნობით, EIB-ის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა გამოთქვა მზაობა, პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველოსთან გაგრძელდეს აქტიური პარტნიორობა.

ფინანსთა მინისტრმა EIB-ის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელს მადლობა გადაუხადა კოვიდ-19-ის პანდემიის წინააღმდეგ EIB-ის მიერ გამოყოფილი ფინანსური დახმარებისთვის, ასევე ქვეყნის სტრატეგიული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ხელშეწყობისთვის გაწეული მხარდაჭერისთვის.

ევროპის საინვესტიციო ბანკს ქვეყნის საჯარო და კერძო სექტორში დაფინანსებული აქვს, დაახლოებით, 2 მილიარდი ევროს პროექტები.

 

 

Businesspartner