ეკონომიკა
20/10/2020

ეკატერინე მიქაბაძე: ექსპორტის სტრუქტურაში ადგილობრივი ექსპორტი მკვეთრად იზრდება

ექსპორტის მაჩვენებლების ზრდას ეკონომიკის სამინისტროში ეხმაურებიან. მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ექსპორტის სტრუქტურაში ადგილობრივი ექსპორტი მკვეთრად არის გაზრდილი.

„ეკონომიკური გაჯანსაღების ფონზე მნიშვნელოვანი პოზიტიური ტენდენციებია საქონლით საგარეო ვაჭრობის სტატისტიკაში. სექტემბერში ექსპორტი 8,6%-ით გაიზარდა და 332 მლნ დოლარი შეადგინა. მნიშვნელოვანია, რომ ექსპორტის სტრუქტურაში მკვეთრად იზრდება ადგილობრივი ექსპორტი. მისი ზრდა სექტემბერში 27%-ია, ადგილობრივი ექსპორტის მოცულობა კი 240 მლნ დოლარს აჭარბებს. პოზიტიურია, რომ ჩვენ გვაქვს საქონლით სავაჭრო დეფიციტის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით,“ - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, 2020 წლის იანვარ-სექტემბერში ექსპორტის ძირითადი ზრდა დაფიქსირდა ძვირფასი ლითონების მადნების და კონცენტრატების, სპილენძის მადნების და კონცენტრატების, თხილისა და კაკლის, ოქროს, სპირტიანი სასმელებისა და და ტრიკოტაჟის ნაწარმის მიმართულებით.

Businesspartner