ეკონომიკა
31/08/2020

ეკონომიკური ზრდა/ვარდნა თვეების მიხედვით

აპრილი, მაისი, ივნისის მკვეთრი ვარდნის შემდეგ, ივლისში ეკონომიკური ვარდნის ტემპი შენელდა. 

ივლისში, საქსტატის წინასწარი მონაცემებით, ეკონომიკა ქვეყანაში 5,5%-ით შემცირდა, ივნისში ეს მაჩვენებელი 7,7% იყო, მაისში 13,5%, აპრილში 16,6%, მარტში 2,7%.

აღსანიშნავია, რომ წლის პირველი 2 თვეში ეკონომიკა პლუსებს აჩვენებდა, იანვარში ქვეყნის მშპ 5,1%-ით, თებერვალში კი 2,2%-ით გაიზარდა.

მთლიანობაში იანვარ-ივლისში ეკონომიკა საშუალოდ 5,8%-ით არის შემცირებული.

ქვეყნის მთავარი ბანკი წელს 5%-იან ეკონომიკურ ვარდნას ელის. უფრო პესიმისტურია სარეიტინგო კომპანია Standard&Poors-ის პროგნოზი, სადაც მიიჩნევენ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო 2020 წელს ეკონომიკური კლება 6% იქნება.

Businesspartner