ეკონომიკა
11/01/2022

ეროვნული ბანკი ახალ ლარს უშვებს

სავალუტო რეზერვები საერთაშორისო კრედიტის ხარჯზე გაიზარდა, რომელიც მთავრობამ რეალურად დააკონვერტა.

$300 მლნ, რომლითაც სარეზერვო აქტივები, 3.9 მლრდ-დან, 4.2 მლრდ-მდე გაიზარდა, დონორების სავალუტო ჩარიცხვებია და სხვადასხვა პროგრამების დაფინანსებისთვისაა. მათ შორის თუ არის რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD - მსოფლიო ბანკის ჯგუფი) €84 მილიონიანი, მც/საშ საწარმოების მხარდაჭერის პროგრამა, ფინანსთა სამინისტროს მიერ შესაბამისი დოკუმენტის ცენტრალურ ბანკისთვის წარდგენის შემდეგ გახდება ცნობილი. აღნიშნულ პროგრამაში სებ-ის კომპონენტი 6 მლნ ევროს არ აღემატება.

ამ ოპერაციით, სებ-მა 1 მლრდ-მდე ახალი ლარი გაუშვა, თუმცა ფინანსისტების შეფასებით, ეს ელექტრონული სარეზერვო ბალანსია. მხოლოდ ლიკვიდობის პოზიცია იცვლება, მთავრობას ლარის აქტივი მეტობით უჩანს. თუ ხარჯვა არ დაიწყო, არც ფულის მასას დააწვება.  თუ დაიხარჯება დეფიციტიც გაიზრდება.

ექსპერტების მოლოდინით, ლარის ემისია დასახარჯადაა, შესაბამისი გრაფიკით, რომელიც დაფინანსებული პროგრამებით არის გაწერილი.

ლარების ბეჭდვის ეთიკურობაზე, მორიგ კითხვას, სებ-ი მანამდე დასმულის ანალოგიურად უპასუხებს.

სებ-ის პრეზიდენტმა პარლამენტში ბოლო სტუმრობისას დეპუტატებს აუხსნა, რომ დღევანდელ მონეტარულ სისტემაში ფულის შექმნის მექანიზმი სხვანაირია, სესხის აღების სანაცვლოდ ხდება. შესალოა ბიუჯეტიდან გამოიყოს ან კომერციული ბანკებისგან.

Businesspartner