ეკონომიკა
08/04/2021

FAO-ს ინდექსი მარტში 7-წლიან მაქსიმუმზეა

FAO-ს ინდექსი 7-წლიან მაქსიმუმზეა, მარტში მაჩვენებელმა 118.5 ქულა შეადგინა, რაც 2014 წლის შემდეგ, ფასების ინდექსის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

FAO-ს ფასების ინდექსი სამომხმარებლო კალათის 5 ძირითადი პროდუქტის (რძე, მარცვლეული, მცენარეული ზეთი, შაქარი, ხორცი) საერთაშორისო ფასების ცვალებადობას ასახავს.

თებერვალთან შედარებით ინდექსის ქულა 2.1%-ით აღემატება. 

მარტში მცენარეულ ზეთზე ფასები 8%-ით გაიზარდა. მცენარეულ ზეთზე ფასების ინდექსმა ბოლო 10 წლის მაქსიმუმს მიაღწია, რასაც წინ უძღოდა, ბიოდიზელის მწარმოებელ ინდუსტრიაში სოიოს ზეთზე მკვეთრად გაზრდილი მოთხოვნა.

3.9%-ითაა გაზრდილი რძისა და რძის პროდუქტების ფასების ინდექსი. ზრდის მიზეზი, კარაქსა და რძის ფხვნილზე, აზიის ქვეყნების მხრიდან, განსაკუთრებით კი ჩინეთში, გაზრდილი მოთხოვნა წარმოადგენდა. მზარდ მოთხოვნასთან ერთად, ფასების აწევას ხელი შეუწყო, პროდუქციის მწარმოებელ რეგიონებში: ოკეანეაში, ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში პროდუქტების შემცირებულმა მარაგებმა.

თებერვალთან შედარებით, 2.3%-ითაა გაზრდილი ხორცის ფასების ინდექსი. ზრდა მეტწილად განპირობებული იყო ევროპაში აღდგომის დღესასწაულის სამზადისთ და ღორისა და ფრინველის ხორცის შემცირებულ მარაგებით. მსხვილფეხა საქონლის ხორცის ფასი უცვლელი დარჩა, მაშინ როცა წვრილფეხა საქონლის ხორცზე ფასები შემცირდა.

ყველა სხვა პროდუქტისაგან განსხვავებით შემცირებულია, მარცვლეულისა და შაქრის ფასების ინდექსი. მარცვლეულზე ფასები 1.8%-ით ხოლო, შაქარზე ფასები 4.0%-ით შემცირდა. მიუხედავად აღნიშნულისა, ორივე პროდუქტის მაჩვენებლები, 2020 წლის ნიშნულს 26.5% (მარცვლეული) და 30%-ით (შაქარი) აღემატება.

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"საქართველოს რკინიგზის" დირექტორთა საბჭოში ცვლილებაა
01

11/04/2021
ტურიზმი

ტურისტული კომპლექსი კახეთში - Melaanian Vintage სტუმრების მისაღებად ემზადება
02

09/04/2021
საზოგადოება

ისრაელის კლინიკის ექიმი ვაქცინაციის შედეგებზე: თითქმის ყველა რეგულაცია მოიხსნა
03

15/04/2021
ტურიზმი

კელი დეგნანი: აშშ-სა და საქართველოს შორის პირდაპირ ფრენებზე მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს
04

12/04/2021
ბიზნესი

მიხო სვიმონიშვილის შვეიცარიული აგრარული სკოლა პირველ სტუდენტებს სექტემბერში მიიღებს
05

04/03/2021
საზოგადოება

პარლამენტი ავტომობილში არასრულწლოვნის თანდასწრებით თამბაქოს მოხმარების აკრძალვის მომხრეა
06

15/04/2021