ეკონომიკა
05/08/2021

ფინანსთა სამინისტრო არაეფექტურ შეღავათებს გააუქმებს

ფინანსთა სამინისტრო არაეფექტური შეღავათების გაუქმებას გეგმავს. გამოთავისუფლებული რესურსი კი, ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ეკონომიკური ზრდის და სოციალური თანასწორობის მისაღწევად მაღალი ეფექტის მქონე პროგრამების დასაფინანსებლად მიემართება. 

“საგადასახადო შეღავათები თავისი შინაარსით წარმოადგენს იგივე ტიპის ხარჯებს, რაც ბიუჯეტთან განხორციელებული სუბსიდიები. განხორციელებული კვლევები არაერთი ქვეყნის მაგალითზე აჩვენებს, რომ საგადასახადო დანახარჯების უმრავლესობა გარკვეულწილად ეკონომიკური ზრდის და სოციალური თანასწორობის ხელშემშლელ ფაქტორად გვევლინება. 

ჩვენ დავიწყეთ საგადასახადო დანახარჯების დათვლა შეღავათების თითოეული კატეგორიის მიხედვით, რომლის შემდგომი ეტაპი იქნება უკვე თითოეული შეღავათი სოციალური და ეკონომიკური შედეგების შეფასება. აღნიშნული შეფასება მოგვცემს საშუალებას, გავაუქმოთ არაფექტური შეღავათები და გამოთავისუფლებული რესურსი მივმართოთ ეკონომიკური ზრდის და სოციალური თანასწორობის მისაღწევად უფრო მაღალი ეფექტის მქონე პროგრამების დაფინანსებაზე“,- განაცხადა ლაშა ხუციშვილმა. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები