ეკონომიკა
22/10/2020

Fitch: გაზრდილი საგარეო ვალი საქართველოს სუვერენული რეიტინგის სუსტ წერტილად რჩება

Fitch Raitings-ი გაზრდილ საგარეო ვალს საქართველოს სუვერენული რეიტინგის სუსტ წერტილად მიიჩნევს. 

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო მთავრობას დონორებისგან მოზიდულის სახსრების ნაწილის დეპოზიტებში განთავსებას ურჩევს, რაც  ქვეყანას ფისკალურ ბუფერს შეუქმნის, ეკონომიკის ზრდის დამატებითი სტიმულის თუ მომავალში დაბალპროცენტიანი ახალი ვალის ასაღებად. 

Fitch-ი ახალ ანგარიშში წერს, რომ ამ დროისათვის დონორებისგან მოზიდული სახსრები ეკონომიკის 7.8%-ს უტოლდება და საჭიროებებზე მეტია.

ანგარიშში   ნათქვამია, რომ მთავრობა განიხილავს მოზიდული რესურსის ნაწილი რეფინანსირების ნაცვლად, 500 მლნ დოლარის ევრობონდების დასაფარად მიმართოს. თუ ასე მოხდება ქვეყნის მთლიანი  საგარეო ვალი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით 2.8%-ით შემცირდება. 

Fitch Raitings-ი ერთ-ერთ მთავარ რისკად მოსალოდნელ არჩევნებსაც ასახელებს, რამაც შესაძლოა პოლიტიკური გაურკვევლობა გაზარდოს, ამიტომ ახალი პროგნოზები სწორედ არჩევნების შემდეგ გაკეთდება.

აღსანიშნავია, რომ სააგენტო მიმდინარე წელს საქართველოში 4.8%-იან ეკონომიკურ ვარდნას ელის, 2021-ში კი 4.5%-იან ზრდას.

Businesspartner

მთავარი სიახლეები