ეკონომიკა
15/08/2020

"Fitch-ის მიერ საქართველოს რეიტინგის BB დონეზე შენარჩუნება მნიშვნელოვანი გზავნილია ინვესტორებისთვის"

ფინანსთა მინისტრის მოადგილე სარეიტინგო კომპანია Fitch-ის მიერ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შენარჩუნებას აფასებს.

ნიკოლოზ გაგუა იმ ფაქტორებს ასახელებს რამაც რეიტინგის შენარჩუნება განაპირობა, მათ შორისაა მაკროეკონომიკური მართვის მაღალი დონე.

როგორც მან აღნიშნა, მაშინ, როდესაც გლობალური გამოწვევების გამო მსოფლიოში მოსალოდნელია საკრედიტო რეიტინგების გაუარესება, სუვერენული საკრედიტო რეიტინგის უცვლელად - „BB“ დონეზე შენარჩუნება მნიშვნელოვანი გზავნილია ინვესტორებისთვის.

„პანდემიის ეკონომიკისა და გლობალურ ეკონომიკებში პრობლემების ფონზე, მსოფლიოში მოსალოდნელია საკრედიტო რეიტინგების გაუარესება, თუმცა საკრედიტო კომპანია Fitch-მა შეაფასა საქართველოს ეკონომიკა და შეუნარჩუნა საკრედიტო რეიტინგი „BB“ დონეზე. ესაა მაჩვენებელი, რომელიც ჩვენ, დაახლოებით, ერთი წლის წინ მივიღეთ და ეს მაჩვენებელი დღეს შეგვინარჩუნდა. ბუნებრივია, ეს არის დამატებითი სიგნალი ინვესტორებისთვის, კონკრეტულად, ანგარიშის ის ნაწილი, სადაც ხაზგასმულია, რომ საქართველოში მაკროეკონომიკური მმართველობა და მაკროეკონომიკური სტაბილურობა მაღალ დონეზეა“, - განაცხადა ნიკოლოზ გაგუამ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები