ეკონომიკა
15/09/2021

ფულადი გზავნილები აგვისტოში 11.2%-ით გაიზარდა

ფულად გზავნილებში ზრდის ტემპი შენარჩუნებულია.

ქვეყანაში 2021 წლის აგვისტოში ფულადი გზავნილების მოცულობამ 204.9 მლნ დოლარი (638.6 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 11.2%-ით (20.7 მლნ დოლარით) მეტია 2020 წლის აგვისტოსთან შდარებით.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 94.4% იმ 20 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ აგვისტოში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 20 ქვეყანაზე გასული წლის აგვისტოში მთელი ფულადი გზავნილების 95.2% მოდიოდა.

აგვისტოში საქართველოდან საზღვარგარეთ 27.4 მლნ დოლარი (85.5 მლნ ლარი) გადაიგზავნა, 2020 წლის აგვისტოს (23.1 მლნ დოლარი) მაჩვენებელთან შედარებით 18.7%-ით მეტი.

Businesspartner

მთავარი სიახლეები