ეკონომიკა
24/06/2022

"გაძვირებული ვალუტა ლარს არ დაასუსტებს" - ნადარაია

ბანკების პორტფელის სტრუქტურა შეიცვალა. სებ-ის  2022  წლის მაისის მიმოხილვის თანახმად, სამომხმარებლო სესხების წილი გაზრდილია 15.4%-მდე. ასევე სხვა ფიზიკური პირების, 15.6%-მდე ( Q3/2021 – 13.9%; 15.2%).

საცალო დაკრედიტების ზრდის  საპირისპიროდ  კორპორაციული  სექტორში კლებაა, მშენებლობის  დაკრედიტების წილი 6.2%-მდეა შემცირებული. იპოთეკური პორტფელის წილი 21.5%-მდე (Q3/2021 – 6.4%; 21.8%). 

სესხების პორტფელისშემცირების ხარჯზე კორპორაციულში, მხოლოდ მშენებლობის დაკრედიტებაა გაზრდილი და შემცირებული.

 

 

იპოთეკური სესხები აპრილში 100 მლნ -ით არის შემცირებული, 9.2 მლრდ ლარამდე, ძირითადად სავალუტო დაკრედიტების კლების ხარჯზე 4,8 მლრდ-დან 4.7 მლრდ ლარამდე.  აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის  და ევროპის ცენტრალური ბანკის  გამკაცრებული პოლიტიკის (75 და 25 საბაზისო პუნქტით)  კვალდაკვალ  საინვესტიციო ბანკირები  სავალუტო სესხების გაძვირებაზე აცხადებენ. თიბისი კაპიტალის მთავარი ეკონომისტი აღნიშნავს, რომ ევროს და დოლარის ეპოქა ნელ-ნელა სრულდება - ბაზრებზე მოვლენები საბაზო სცენარით ვითარდება. "იმედია, წლის განმავლობაში უკრაინაში საომარი მოქმედებები დასრულდება, რაც მომავალ წელს ინფლაციას ასევე მნიშვნელოვნად შეამცირებს. ზრდის შენელებისა და ნაკლები ინფლაციის პირობებში, არ არის გამორიცხული, დოლარსა და ევროში პროცენტები უფრო ნელი ტემპით აიწიოს, ვიდრე სადღეისოდ არსებული მოლოდინებია. თუმცა, ზრდას ნებისმიერ შემთხვევაში უნდა ველოდეთ".  

ნადარაიას მოლოდინით, ჩვენთან დოლარიც და ევროც გაძვირდება, მაგრამ შედარებით ნაკლებად, ვიდრე საერთაშორისო ბაზრებზე. ამის მიზეზი, ადგილობრივ უცხოური ვალუტის დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთების უფრო ნაკლები გაზრდის მოლოდინია. თუმცა, ის სახსრები, რაც საერთაშორისო ბაზრებიდანაა მოზიდული, პროპორციულად გაძვირდება.

ამასთან აღნიშნა, რომ დოლარსა და ევროში საპროცენტო განაკვეთების აწევა თავისთავად არ ნიშნავს ლარის კურსის დასუსტებას. რადგან  ზრდის მოლოდინების  გაცვლით კურსზე უკვე სრულად ასახულია. 

 

Businesspartner