ეკონომიკა
22/05/2021

გენადი არველაძე: საქართველო-უნგრეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავების დიდი პოტენციალია

საქართველოს უნგრეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება სურს.

როგორც ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ საქართველო-უნგრეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, უნგრულ კომპანიებს საქართველოში ერთობლივი ბიზნეს საქმიანობის დაწყებისთვის 150 მლნ ევროს ფინანსური რესურსის გამოყენება შეეძლებათ.

„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, რათა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცევლი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით მიღებული სარგებელი გავზარდოთ და ევროკავშირის ბაზარზე საქართველოში წარმოებული მეტი პროდუქცია გავიტანოთ,“ - განაცხადა გენადი არველაძემ.

მისივე თქმით, ვაჭრობა, ენერგეტიკა, ინვესტიციები, ტურიზმი, ტრანსპორტი, სოფლის მეურნეობა - ეს ის სფეროებია, სადაც საქართველო-უნგრეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავების დიდ პოტენციალია.

გენადი არველაძის განცხადებით, კომისიის სხდომაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა უნგრეთის ბიზნეს წრეებისთვის საქართველოს ეკონომიკის შესახებ ინფორმაციის მიწოდებასა და ქართულ - უნგრული ბიზნეს ფორუმებისა და სავაჭრო მისიების მხარდაჭერაზე.

 

Businesspartner