ეკონომიკა
21/07/2020

გიორგი ღაღანიძე: სავაჭრო ბრუნვის ვარდნა ჯერ არ შეჩერდება

საქართველოს სავაჭრო ბრუნვა 2020 წლის იანვარ-ივნისის მონაცემებით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 18.2%-ით არის შემცირებული. სფეროს სპეციალისტების ნაწილი ვარდნას მესამე და მეოთხე კვარტლებშიც ელოდება.

„ვარდნა არ შეჩერდება, ის გაგრძელდება. ჩვენი საექსპორტო პროდუქტების სპეციფიკიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, ეს ვარდნა გაგრძელდება. მნიშვნელოვნად დამოკიდებულები ვიქნებით იმაზე, თუ რა მოხდება ჩვენს ძირითად სასაქონლო ბაზრებზე - არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე რუსეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი რომ გამოვიდნენ კრიზისიდან, ამ მდგომარეობიდან ჯერ შორის არიან. შედარებით უკეთესი მდგომარეობა შეიძლება იყოს ევროკავშირში რამდენიმე ჩვენთვის სტრატეგიულ ბაზარსა და თურქეთში. სამწუხაროდ, ამერიკის შეერთებულ შტატებში მძიმე მდგომარეობაა. ხოლო ჩინეთში შეზღუდული რაოდენობის ექსპორტს ვახორციელებთ. ისე რომ წელი მძიმე იქნება, აქ ორი აზრი არ არის“,- განმარტა თსუ-ს ეკონომიკის ფაკულტეტის დეკანმა, გიორგი ღაღანიძემ.

Businesspartner