ეკონომიკა
23/05/2022

გიორგი კაკაურიძე: რუსეთ-უკრაინის ომი რომ არა საქართველოს ეკონომიკის ზრდა წელს 8%-ს მიაღწევდა

ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის შეფასებით, რუსეთ-უკრაინის ომსს საქართველოს ეკონომიკაზე გავლენა რომ არ მოეხდინა, 8%-მდე წლიური ეკონომიკური ზრდა გვექნებოდა. 

მთავრობა პარლამენტს ივნისში განახლებულ მაკროეკონომიკურ პროგნოზებს წარუდგენს. გიორგი კაკაურიძე ფიქრობს, რომ 6%-იან ეკონომიკური ზრდის პროგნოზი უცვლელი დარჩება, თუმცა მისი მიღწევა გართულდება. 

"ეკონომიკური ზრდის წლიურ პროგნოზთან დაკავშირებით რთულია ზუსტი პროგნოზირება, ვინაიდან ძალიან დიდი გაურკვევლობაა. ჩვენ 1-ელ ივნისს გვიწევს ოფიციალურად გამოვაგზავნოთ ახალი მარკოეკონომიკური პროგნოზები. ვფიქრობ, არ შევცვლით 6%-იან ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს. რომ არ ყოფილიყო რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა ჩვენს ეკონომიკაზე, წელს მივაღწევდით დაახლოებით 8%-იან ეკონომიკურ ზრდას - 7.5 ან 7.3%-იან ზრდას", - აღნიშნა გიორგი კაკაურიძემ. 

მისი თქმით, წლიურ ეკონომიკურ ზრდაზე ძალიან ბევრი იქნება დამოკიდებული ზაფხულში ტურიზმის აღდგენაზე. 

"ზაფხულის სეზონის შემდეგ უფრო სწორი პროგნოზების გაკეთება შეიძლება. დღეის მდგომარეობით არ შევცვლით ეკონომიკური ზრდის პროგნოზსს, თუმცა ძალიან რთული იქნება 6%-იანი ეკონომიკური ზრდის მიღწევა. ჩვენ ამ მიმართულებით ვივლით და ჯერჯერობით ამ პროგნოზს შევინარჩუნებს. სექტემბერში, როდესაც გამოჩდნება საზფხულის სეზონზე აღდგენის რა მაჩვენებელი გვაქვს, ახალი ბიუჯეტის ფორმირების დროს უკვე დავაზუსტებთ მონაცემებს",- აღნიშნა გიორგი კაკაურიძემ.  

Businesspartner