ეკონომიკა
18/05/2022

გოჩა ქიმაძე: ადიგენში გზის ინფრასტარქტურის მოწესრიგებაზე წელს ₾5 მლნ-მდე დაიხარჯება

ადიგენის მუნიციპალიტეტში გზების ინფრასტრქტურის მშენებლობაზე წელს 5 მლნ ლარამდე დაიხარჯება. ამის შესახებ ადიგენის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქიმაძემ „ბიზნესპარტნიორთან“  განაცხადა.

იგეგება დაახლოებით 12 პროექტის განხორციელება, რომელიც საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდება.

მისივე განცხადებით, ზოგადად,ინფრასტრქტურის მოწესრიგება-რეაბილიტაციაზე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 1.8 მლნ ლარი დაიხარჯება. ამაში შედის როგორც სასმელი წყლის რეაბილიტაციის პროექტი, ისე მუნიციპალიუტეტის მასშტაბით სხვადასხვა ინფრასტრუქტურის მოწყობა, მათ შორის სარწყავი არხების რეაბილიტაცია,სტადიონების მოწყობა და ა.შ.

 მთის განვითარების ფონდიდან კი ამ მიმართულებით 600 000 ლარია გამოყოფილი.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები