ეკონომიკა
13/08/2021

იანვარ-ივლისში საგარეო ვაჭრობამ $7.5 მლრდ-ს მიაღწია და პანდემიამდელ მაჩვენებელს გადააჭარბა

საგარეო ვაჭრობა ზრდის ტრენდს ინარჩუნებს.

2021 წლის იანვარ-ივლისში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 7.484 მლრდ დოლარია, 21.8%-ით მეტი ვიდრე 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში.

მნიშვნელოვანია, რომ საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლები გაზრდილია არა მხოლოდ პანდემიური წლის მონაცემებთან მიმართებაში, არამედ აჭარბებს პანდემიამდელ მაჩვენებელსაც. სტატისტიკური მონაცემებით 2019 წლის იანვარ-ივლისში საგარეო სავაჭრო ბრუნვის მოცულობა 7.065 მლრდ დოლარს შეადგენდა, 2020 წლის იანვარ-ივლისში კი მაჩვენებელი 6.030 მლრდ დოლარით განისაზღვრა.

საქსტატის მონაცემებით, ექსპორტი წლიურად 27.8%-ით არის გაზრდილი 2.275 მლრდ დოლარამდე, იმპორტის წლიური ზრდა კი 19.3%-ია და 5.209 მლრდ დოლარს აღწევს.

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2021 წლის იანვარ-ივლისში 2.933 მლრდ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.2% შეადგინა.

Businesspartner