ეკონომიკა
13/10/2022

იანვარ-სექტემბერში საგარეო ვაჭრობა 35.3%-ით გაიზარდა

2022 წლის იანვარ-სექტემბერში, საგარეო ვაჭრობა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 35.3%-ით გაიზარდა.

საქსტატის ინფორმაციით, სავაჭრო ბრუნვამ 13,612 მლრდ დოლარი შეადგინა. აქედან, ექსპორტი 4,097 მლრდ დოლარი იყო, ხოლო იმპორტი 9,515 მლრდ დოლარი. ექსპორტის შემთხვევაში 37.4%-იანი ზრდაა, იმპორტის შემთხვევაში კი, 34.4 %-იანი ზრდა. 

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2022 წლის იანვარ-სექტემბერში 5,418 მლრდ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.8% შეადგინა.

საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები 19 ოქტომბერს გამოქვეყნდება.

Businesspartner