ეკონომიკა
21/03/2023

იანვარ-თებერვალში ფეროშენადნობების ექსპორტი 29%-ით შემცირდა

2023 წლის იანვარ-თებერვალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ფეროშენადნობების ექსპორტი 29%-ით შემცირდა.

საქსტატის ინფორმაციით, ორ თვეში ექსპორტზე 71,7 მლნ დოლარის ღირებულების ფეროშენადნობები გავიდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მაჩვენებელი 100 მლნ დოლარს აჭარბებდა.

შემცირებულია მთლიან ექსპორტში ფეროშენადნობების ექსპორტის წილიც, ეს მაჩვენებელი მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში 7.8% იყო.

იანვარ-თებერვალში 45.3 მლნ დოლარის ღირებულების ფეროშენადნობები ექსპორტზე რუსეთში გავიდა, ხოლო 9.2 მლნ დოლარის ღირებულების ექსპორტი თურქეთში განხორციელდა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები