ეკონომიკა
23/05/2022

IMF: გლობალური ეკონომიკა II მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი გამოცდის წინაშე დგას

დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი მიმდინარეობს.

მსოფლიო ლიდერები 2020 წლის შემდეგ ერთმანეთს პირისპირ პირველად ხვდებიან. სწორედ აღნიშნულ ფორუმზე საერთასორისო სავალუტო ფონდის დირექტორმა, კრისტალინა გეორგიევამ განაცხადა, რომ გლობალური ეკონომიკა II მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი გამოცდის წინაშეა. მისი აზრით, უკრაინაში რუსეთის შეჭრამ გაამწვავა კორონა ვირუსის პანდემიის შედეგები, რაც ამძიმებს ეკონომიკის აღდგენის ტემპებს და ზრდის ინფლაციას, რადგან ყოველდღიურად იმატებს საკვებისა და საწვავის ფასები. 

CNN-ის ცნობით, IMF მსოფლიო ლიდერებს დავოსში შეხვედრისკენ და დაბალი სავაჭრო ბარიერების განხილვისკენ მოუწოდებს. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები