ეკონომიკა
13/10/2021

"IMF-ის მიხედვით, საქართველო მომდევნო 6 წელში ეკონომიკური ზრდით იქნება ლიდერი რეგიონსა და ევროპაში"

ეკონომიკის მინისტრი საერთაშორისო სავალუტო ფონდის გამოქვეყნებულ გლობალურ ეკონომიკური მიმოხილვას ეხმიანება.

„სავალუტო ფონდის პროგნოზით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოში ძალიან მაღალი ეკონომიკური ზრდაა მოსალოდნელი.

მნიშვნელოვანია, როდესაც ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი საერთაშორისო სავალუტო ფონდი აღნიშნავს, რომ საქართველო მომდევნო 6 წელიწადში შეინარჩუნებს ეკონომიკური ზრდის მიხედვით ლიდერის პოზიციას როგორც რეგიონში, ასევე ევროპაში. ჩვენ ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა გვექნება - საშუალო ტემპით 5.8%, თითქმის 6% წლიურად. ეს მოგვცემს საშუალებას, სწრაფად დავძლიოთ ის ნეგატიური შედეგი, რაც პანდემიამ მოგვაყენა, ასევე დავძლიოთ სიღარიბე, ხოლო ჩვენი ეკონომიკა უფრო მეტად დივერსიფიცირებული და ძლიერი გავხადოთ," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის გლობალური ეკონომიკური მიმოხილვის თანახმად, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი საშუალოვადიან პერიოდში - 2021 – 2026 წლებში ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ექნება რეგიონისა და ევროპის ქვეყნებს შორის.

შეგახსენებთ, რომ ფონდის მიმოხილვის მიხედვით, წელს საქართველოში ეკონომიკის 7.7%-ით გაიზრდება. საფინანსო ინსტიტუტმა ოქტომბრის ანგარიშში ივლისში გამოქვეყნებული პროგნოზი შინარჩუნა.

ფონდის მოლოდინით, ქვეყნის ეკონომიკის ზრდის ტემპი 2022 წელს 5.8%-მდე შენელდება.

აღსანშნავია, რომ საფინანსო ინსტიტუტი მაღალ ინფლაციას ელის, 13.1%-ს, 2022-ისთვის კი მისი მიზნობრივ მაჩვენებლამდე, 3%-მდე შემცირების მოლოდინი აქვს.

საფინანსო ინსტიტუტი წელს გლობალური ეკონომიკის 5.9%-ით ზრდას ვარაუდობს.

 

Businesspartner