ეკონომიკა
22/07/2020

ინტერვენციამ ლარი 1.09 თეთრით გაამყარა

22 ივლისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.0592 ლარი შეადგინა. დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 1.09 თეთრი შეადგინა.

გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.5404 ლარია. ევროს ცვლილებამ 2.39 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.4469 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 3.8800 ლარი ეღირება.

შეგახსენებთ, რომ დღეს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 40 მლნ დოლარი გაყიდა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები