ეკონომიკა
04/09/2021

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი მიზანია, ერთ სულ მოსახლეზე მშპ გახდეს $10 000-ზე მეტი

ჩვენ გვაქვს უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა მთელს მსოფლიოში, - ამის შესახებ პრემიერმა „ქართული ოცნების" ხონის მერობის კანდიდატის, ლადო ჯურხაძის წარდგენისას განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ 12,2 პროცენტი ეკონომიკური ზრდა პირველ 7 თვეში არის უპრეცედენტო და ბოლო 8 წლის განმავლობაში საქართველოს რეგიონში სერიოზული ეკონომიკური ზრდა აქვ.

"ჩვენი მიზანი არის, რომ 10 წელიწადში ქვეყანამ შეძლოს ეკონომიკის გაორმაგება და ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი გახდეს 10 ათას დოლარზე მეტი - ეს არის სავსებით შესაძლებელი, დათვლილი, გააზრებული და ჩვენ ამ მიმართულებით ძალიან სერიოზულ პროექტებს განვახორციელებთ. ყველაფერი ის, რაც ჩამოვთვალე, იმ პროექტების ნაწილია, რომელიც აუცილებლად განხორციელდება", - აღნიშნა პრემიერმა.

მისი თქმით,7 მილიარდი ლარის ინვესტიცია განხორციელდება სოფლის მეურნეობის მიმართულებით, 2.5 მლრდ-ის ინვესტირება იგეგმება ადგილობრივი წარმოების წასახალისებლად და 1000-ზე მეტი ახალი საწარმოს დასაფინანსებლად, რითაც 100 ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნაა განსაზღვრული.

Businesspartner