ეკონომიკა
13/05/2021

 ირაკლი ზარქუა: მსუბუქი საგადასახადო მოდელით საქართველო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა

პარლამენტის წევრის, ირაკლი ზარქუას შეფასებით საქართველო, თავისი საგადასახადო მოდელით, ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა, რაც შეეხება ბიუჯეტში აქციზიდან და დღგ-დან შემოსულობებს, აღნიშნული თანხები სოციალურ უზრუნველყოფასა და ჯანდაცვაზე მიიმართება. 

„დამატებითი ღირებულების გადასახადის და აქციზის ნაწილში ბიუჯეტში ჯამში  5 მილიარდ ლარზე მეტია გათვალისწინებული და ჩვენ 2021 წლის ბიუჯეტში სოციალური უზრუნველყოფასა და ჯანდაცვაზე სწორედ ეს თანხა გვაქვს ჩადებული. ასე რომ ჩვენ რომ გვაქვს აქციზი და დღგ, სწორედ ამით ბევრ პრობლემას ვუგვარებთ ჩვენ მოსახლეობას. რაც შეეხება საგადასახადო კუთხით, საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა ყველაზე მსუბუქი საგადასახადო კუთხით. სამეულში ვართ თავისი ესტონური მოდელით. მოგების გადასახადი საერთოდ გაუქმებული გვაქვს, თუ რეინვესტიციას აკეთებს“, - აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

Businesspartner