ეკონომიკა
25/01/2021

ISET-ი I კვარტალში ეკონომიკის 3,5%-იან ვარდნას ვარაუდობს

ISET-მა საქართველოსთვის მშპ-ს წამყვანი ინდიკატორის პროგნოზი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც 2021 წლის პირველ კვარტლის მშპ-ს ზრდის პროგნოზი –3,5%-ს შეადგენს, რაც წინა პროგნოზზე 1,9%-ული პუნქტით დაბალია.

როგორც წესი, ISET ზრდის ყველაზე ზუსტ წლიურ პროგნოზს სექტემბრის მონაცემების შემდეგ პროგნოზირებს, მაგრამ წელს ეკონომიკური ლანდშაფტი COVID-19 პანდემის გამო მნიშვნელოვანი გაურკვევლობებით არის დატვირთული.

ფულის მასასთან დაკავშირებულმა ცვლადებმა მცირე უარყოფითი წვლილი შეიტანეს 2020 წლის ბოლო კვარტალში მშპ-ს რეალურ ზრდაში და უმნიშვნელო პოზიტიური წვლილი 2021 წლის პირველი კვარტლის მშპ-ს რეალურ ზრდაში.

Businesspartner

მთავარი სიახლეები