ეკონომიკა
13/07/2020

ივნისში ხაჭაპურის ინდექსი 13.5%-ით გაიზარდა

2020 წლის ივნისში, 1 პორცია იმერული ხაჭაპურის საშუალო ღირებულება 3.93 ლარია, რაც 13.5%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 

რაც შეეხება ცვლილებას წინა თვესთან შედარებით, მაჩვენებელი 4%-ით არის შემცირებული. ხაჭაპურის გამოსაცხობად საჭირო ყველა ინგრედიანტი ფქვილის (+3.6%) გარდა, გაიაფებულია. მათ შორის, ყველი - 6.2%-ით, კარაქი - 1.1%-ით, კვერცხი - 7.4%-ით, რძე - 0.5%-ით. 

ISET-ი ვარაუდობს, რომ ფასების შემცირების ტენდენცია შესაძლოა რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდეს. მით უმეტეს, რომ ზაფხულის პერიოდში ნედლი რძის ფასი როგორც წესი მცირდება.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები