ეკონომიკა
28/04/2020

ხაჭაპურის ინდექსი ერთ წელში 26,6%-ით გაიზარდა

ერთი სტანდარტული ხაჭაპურის მომზადების ღირებულება მარტში 4,45 ლარი და 45 თეთრი იყო.

ხაჭაპურის ინდექსი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 26,6% -ით გაიზარდა წინა თვესთან შედარებით კი მატებამ 2,2% შეადგინა.

ISET-ის ინფორმაციით, ხაჭაპურის ინგრედიენტების გაძვირების მიზეზი ერთი მხრივ ლარის გაუფასურება, მეორე მხრივ კი კორონავირუსით მოსახლეობაში სურსათზე გამოწვეული პანიკა იყო.

წინა კვლევებისგან განსხვავებით დოკუმენტი ონლაინ გამოკითხვის მეშვეობით დამუშავდა. ხაჭაპურის ინგრედიენტების ფასებზე კითხვარი თავად მოქალაქეებმა შეავსეს.

Businesspartner