ეკონომიკა
02/05/2022

ხუციშვილი: რეგიონში მიმდინარე მოვლენები საქართველოს ეკონომიკაზე მომდევნო თვეებში აისახება

უახლოესი თვეები საქართველოს ეკონომიკური ზრდისთვის დამაიმედებელი ვერ იქნება. 

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობა საქართველოს ეკონომიკაზე მომდევნო თვეებში აისახება. ლაშა ხუციშვილი განმარტავს, რომ პირველი კვარტლის ეკონომიკური ზრდის შედეგები გასული წლის აღდგენის ტემპის გაგრძელება იყო. 

"პირველ კვარტალში არ არის ასახული გეოპოლიტიკური რისკები, რომელიც ჩვენს რეგიონში სავაჭრო პარტნიორებთან ფიქსირდება. შესაბამისად, პირველი კვარტლის ზრდა არის იმ ტემპის გაგრძელება, რომელიც გასულ წელს გვქონდა, როდესაც საქართველოს ეკონომიკა 10.4%-ით გაიზარდა. შემდგომ თვეებში სრულად აისახება იმ ეკონომიკური აქტივობების, რომელიც რეგიონში, ჩვენი სავაწრო პარტნიორებიდან გამომდინარე დგას. 

ფინანსთა სამინისტროს ჯერჯერობით უჭირს ეკონომიკური ზრდის პროგნოზირება. ეკონომიკის ზრდის სავარაუდო მაჩვენებლებზე კი მიმდინარე წლის მესამე კვარტალში ისაუბრებენ. 

"იქიდან გამომდინარე, რომ საკმაოდ მაღალია გაურკვევლობა ყველა მიმართულებით, არ ვჩქარობთ პროგნოზების ცვლილება.ს დაველოდებით წლის მეორე ნახევარს და მეორე კვარტლის მიმდინარეობიდან გამომდინარე იქნება შესაძლებელი, რომ შევცვალოთ პროგნოზები",- აღნიშნა ხუციშვილმა. 

Businesspartner