ეკონომიკა
28/04/2020

კობა გვენეტაძე: ჩაკეტილი ეკონომიკის პირობებში ცხოვრება დამანგრეველია

არსებული ჩაკეტილობა ნათელი დასტურია, თუ როგორი არაეფექტური და დამანგრეველია ჩაკეტილი ეკონომიკის პირობებში ცხოვრება, – განაცხადა კობა გვენეტაძემ, რომელმაც მონაწილეობა მიიღო სსფ-ის “რეგიონული ეკონომიკური მიმოხილვა: კავკასია და ცენტრალური აზია” ონლაინ პრეზენტაციაში.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ქვეყნის შიგნით ეკონომიკური გუნდის კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობაზე აღნიშნა.

პრეზენტაციაზე განიხილეს COVID-19-ისა და ნავთობის გლობალური ფასების მკვეთრი კლების შედეგად კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნებზე ზეგავლენის შედეგები. ისაუბრეს არსებული გაურკვევლობის ფონზე ახალ გამოწვევებზე, შოკების თავისებურებებზე, საპასუხო რეაგირებასა და სამომავლო პერსპექტივაზე.

კობა გვენეტაძესთან ერთად ღონისძიებაში მონაწილეობდა ასტანას საერთაშორისო ფინანსური ცენტრის მმართველი, ყაზახეთის ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი და ყაზახეთის ყოფილი ვიცე-პრემიერი, კაირატ კელიმბეტოვი.

ონლაინ პრეზენტაციის დასასრულს, გაიმართა დისკუსია, რომელსაც დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე, ეკონომიკური კვლევითი ცენტრების, ბიზნესისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.

Businesspartner