ეკონომიკა
02/06/2021

კობა გვენეტაძე: ინფლაციის ტვირთის შემსუბუქება მოზიდული თანხებით გახდა შესაძლებელი

“ვისი მუშაობის შედეგია 2020 წლის ინფლაცია 2.4%, ეროვნული ბანკის, რომლის ძირითად ამოცანასაც ინფლაციის მართვა წარმოადგენს, მთავრობის თუ საქსტატის, რომელმაც 1.9% მოაკლო,” - პარლამენტის საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ კობა გვენეტაძეს კითხვით მიმართა.

სებ-ის პრეზიდენტის თქმით, ამ კონკრეტულ ინფლაციასთან დაკავშირებით ინტერესთა კონფლიქტია ეროვნულ ბანკსა და “საქსტატს” შორის.

“ჩვენ არ ვითვლით ინფლაციას, საქსტატი ითვლის. იმ საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების მიხედვით, რომელიც დღეს მოქმედებს, მოხდა იმ სუბსიდირების გათვალისწინება, რომელიც სახელმწიფომ მიაწოდა. რაც შეეხება იმას თუ ვისი დამსახურებაა, ის რომ სუბსიდირების საჭიროება დადგა არის მსოფლიო პანდემიით განპირობებული. მაგრამ სუბსიდიის გადახდა ეკონომიკური გუნდის მუშაობის, დახმარების სწრაფად მოზიდვის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა. აქედან გამომდინარე, მოზიდული თანხებით შესაძლებელი გახდა ინფლაციისგან მომდინარე ტვირთის შემსუბუქება,” - აღნიშნავს კობა გვენეტაძე.

Businesspartner