ეკონომიკა
09/09/2020

კონკურენციის სააგენტომ კომპანია ,“ალგორითმის'' მომართვის საფუძველზე მოკვლევა დაიწყო

საქართველოს კონკურენციის სააგენტომ, შპს “ალგორითმის“ წარმომადგენლის მიერ შემოტანილი საჩივრის საფუძველზე, რომელიც არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ქმედებების შესაძლო ფაქტს ეხება, მოკვლევა დაიწყო.

მომჩივანი სააგენტოში წარმოდგენილ საჩივარში მიუთითებს, რომ მომხმარებლის შეცდომაში შეყვანის მიზნით, ადგილი აქვს კონკურენტი კომპანიის სახელითა და რეპუტაციით სარგებლობას, განხორციელდა დომეინ მისამართის მისაკუთრება, არის მსგავსება ლოგოებსა და კონკურენტი ეკონომიკური აგენტების სარეგისტრაციო მისამართებს შორის.

საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, შეიქმნა მოკვლევის ჯგუფი, რომელიც აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, სააგენტოს კომპეტენციისა და უფლებამოსილების ფარგლებში, საჩივარში დასმული საკითხების დეტალურ შესწავლას განახორციელებს.

კონკურენციის სააგენტომ 2020 წელს 1 მოკვლევა დაასრულა, სადაც დაფიქსირდა დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყების ფაქტი, ეკონომიკურ აგენტს დაეკისრა შესაბამისი სანქცია. ამ დროისათვის, მიმდინარეობს 4 მოკვლევის პროცესი. ამავე პერიოდში, კონკურენციის სააგენტომ 5 ბაზრის მონიტორინგი დაასრულა, მიმდინარეა 3. გაიცა 1 თანხმობა ეკონომიკური აგენტების კონცენტრაციის შესახებ.

Businesspartner